სკოლა ლიცეუმი ცისაკარი

ხედვა

სკოლა-ლიცეუმი ცისაკარი ესწრაფის გახდეს ქვეყნის მასშტაბით ცნობადი, წარმატებული, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით მომუშავე, თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი სასწავლო ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებებით.

მისია

სკოლა-ლიცეუმ ცისაკარის მისიაა აღზარდოს უსაფრთხო პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოში შემოქმედებითი, ტოლერანტული და ჰარმონიულად განვითარებული სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებები.

სკოლა ემსახურება ბავშვების ზნეობრივ აღზრდასა და მათთვის საფუძვლიანი განათლების მიცემას. მოსწავლეებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო გარემოს, ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობებს, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას,რაც მიიღწევა მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური მომსახურეობითა და თანამშრომელთა პირადი მაგალითით,სასწავლო პროგრამებით და ღონისძიებებით, მოსწავლის ოჯახთან და მსგავსი მიზნების მქონე დაწესებულებებთან თანამშრომლობით,რათა სკოლის კურსდამთავრებულმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენონ წარმატებული ცხოვრებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.

skola liceumi ciskari